Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზვიად კოვზირიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ფიზიკური კულტურისა და სპორტის მასწავლებლის კვალიფიკაციით 1965 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობა: კერამიკისა და ცეცხლმედეგი მასალების ქიმიური ტექნოლოგია 1970 წელს. 1965-1985წწ. - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი და უფროსი მწვრთნელი აკადემიურ ნიჩბოსნობაში; 1971-1975წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სილიკატების ტექნოლოგიის კათედრასთან არსებული მხატვრული კერამიკისა და მინის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1975-1982წწ. - სილიკატების ტექნოლოგიის კათედრასთან არსებული მხატვრული კერამიკისა და მინის ლაბორატორიის კერამიკის განყოფილების უფროსი; 1979 წლიდან გერმანიის აკადემიური გაცვლის ბიუროს დაფინანსებით შვიდჯერ იმყოფებოდა გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტებში სამეცნიერო მივლინებით; 1982-1987წწ. - სილიკატების ტექნოლოგიის კათედრასთან მისი ინიციატივით დაარსებული სტუდენტთა საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ბიუროს ხელმძღვანელი; 1986-1990წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფკავშირის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე; 1987-2001წწ. - სილიკატების ტექნოლოგიის კათედრასთან მისი ინიციატივით დაარსებული კონსტრუქციული და ელექტროსაიზოლაციო კერამიკის ტექნოლოგიური ბიუროს ხელმძღვანელი; 1993-1998წწ. - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ. კარლსრუეში, მისი ინიციატივით დაარსებული საქართველო-გერმანიის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, შპს "საქართველო-გერმანიის კულტურისა და სამრეწველო ურთიერთობები"-ს პრეზიდენტი; 1996-2000წწ. - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ. კარლსრუეში მისი ინიციატივით დაარსებული საქართველო-გერმანიის ხალხთა შორის ურთიერთგაგების, მეცნიერების, კულტურისა და სწავლების საზოგადოების პრეზიდენტი; 2001 წლიდან - მისი ინიციტივით დაარსებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპოზიციური მასალებისა და ნაკეთობების ტექნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ამავე მიმართულებასთან არსებული კონსტრუქციული და ელექტროსაიზოლაციო კერამიკის ტექნოლოგიური ბიუროს ხელმძღვანელი, ბიო-ნანოკერამიკული და ნანოკომპოზოციური მასალათმცოდნეობის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი; 1987 წლიდან - ბადენ-ბადენში, გერმანიაში დაგეგმილი, ორგანიზებული და ჩატარებული აქვს ხუთი საერთაშორისო კონფერენცია, იყო ამ კონფერენციების პრეზიდენტი; 2002 წლიდან - ევროპის კერამიკოსთა საზოგადოების და კერამიკოსთა მსოფლიო ფედერაციის მიერ ყოველწლიურად ორგანიზებული კონფერენციების და კონგრესების საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტების წევრი; 1999 წლიდან - სკა ჟურნალის (რეფერირებადი) "კერამიკა" მთავარი რედაქტორი; 2009 წლიდან - საერთაშორისო ჟურნალის "კერამიკის მეცნიერება და ტექნოლოგია" დამფუძნებელი და რედკოლეგიის წევრი; 2013 წლიდან - ევროპის კერამიკოსთა საზოგადოების, როგორც არასამეწარმეო ორგანიზაციის დამფუძნებელი; 2011 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი; 2012 წლიდან - აკადემიური საბჭოს წევრი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი; სამეცნიერო სფერო: მართვადი ლოკალური ჰიპერთერმია და მაგნიტური ჰიპერთერმია ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, მაღალი სიმძლავრის კერამიკული ჰეტრომოდულური მასალები, კერამიკული ნანოკომპოზიტები, მულტიფუნქციონალური მასალები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის სრული პროფესორი; კომპოზიციური მასალებისა და ნაკეთობების ტექნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1996). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.201; yumpu.com Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |