The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ონიაშვილი

გიორგი ონიაშვილი
Date of birth:1942
Date of death:2020  (at 78 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი.

1968 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტში დაიწყო  მუშაობა, სადაც მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე; ხელმძღვანელობდა მაღალტემპერატურული სინთეზის პრობლემურ ლაბორატორიას, ხოლო ბოლო წლებში, მთლიანად მასალათმცოდნეობის მიმართულებას, მასალათმცოდნეობის განყოფილების უფროსის რანგში. 130-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. განსაკუთრებულია მისი დამსახურება საქართველოში თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის (თმს) დანერგვა-გავრცელების საქმეში. თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის მეცნიერულ კონცეფციას საფუძვლად უდევს მყარი რაკეტული საწვავის კვლევის დროს აღმოჩენილი მოვლენა - მყარალიანი წვა, რომელიც ფართო მეცნიერული წრეებისათვის 1978 წელს გახდა ცნობილი. თმს მეთოდით შესაძლებელია მასალათმცოდნეობის მრავალი, ადრე გადაუჭრელი პრობლემის მოგვარება. 2004 წლიდან, თმს საერთაშორისო კომიტეტის უცვლელი წევრი და ამ სამეცნიერო მიმართულების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი მსოფლიოში. მისი ხელმძღვანელობით ინსტიტუტში დაპროექტებული და აგებულია სპეციალური ორიგინალური მოწყობილობა-დანადგარები თმს პროცესის სხვადასხვა პირობებში ჩასატარებლად; სინთეზირებულია სრულიად ახალი სალი შენადნობები; პირველადაა მიღებული მანგანუმის საწარმოო ნარჩენებიდან (მანგანუმის მტვერი, შლამები და სხვა) მანგანუმით გამდიდრებული ლიგატურები. ამ საკითხს მისი თაოსნობით  სპეციალური მონოგრაფია მიეძღვნა, რომელიც 2018 წელს გერმანიაში დაისტამბა ინგლისურ ენაზე; მისივე ხელმძღვანელობით ინსტიტუტში მიღებულია ინტერმეტალიდების უნიკალური თვისებების მქონე ერთფაზიანი ნაერთები, მათ შორის, ნანოსტრუქტურულ მდგომარეობაშიც. აღსანიშნავია, რომ არსებული ტექნოლოგიებით მსგავსი პროდუქტების მიღება შეუძლებელია. ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის მასალათმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.223; ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი: mmi.ge

Awards and Honors

  • 2013 - გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია
    ნაშრომთა ციკლისათვის "ტიტან–ალუმინის სისტემაში ერთფაზიანი ნანოსტრუქტურული მასალების სინთეზი"
  • 2010 - საქართველოს ეროვნული პრემია (ერთობლივი გამარჯვება)

Bibliography


Share: