The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიამ ხოსიტაშვილი

მარიამ ხოსიტაშვილი
Date of birth:16 September, 1946  (78 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი კვალიფიკაციით ინჟინერ-ტექნოლოგი, სპეციალობა - მეღვინე 1971 წელს.

1964 წლიდან - საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბიოქიმიის განყოფილების უფროსი ლაბორანტი; 1980 წლიდან - ამავე ინსტიტუტის ღვინის ბიოქიმიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1983 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991 წლიდან - ქომატოგრაფიული კაბინეტის წამყვანი მეცნიერ-მუშაკი, ხელმძღვანელი; 2002-2006წწ. - მებაღეობის, მევანახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სპეციალიზირებული სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2006 წლიდან - ამავე ინსტიტუტის მეღვინეობისა და ბიოქიმიის განყოფილების გამგე; 2008 წლიდან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2007 წლიდან - ღვინისა და ცქრიალა ღვინეობის ოფიციალური სადეგუსტაციო კომისიის დეგუსტატორის სტატუსი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი; კვლევის თემა: თაფლიდან მაღალალკოჰოლიანი სასმელების წარმოების ტექნოლოგიის შემუშავება მისი სპეციფიკური გემოსა და არომატის სრულყოფით. ინჟინერ-ტექნოლოგი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2000).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.259; თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tesau.edu.ge

Bibliography


Share: