შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. სწავლობდა ჯერ ოდესის, შემდეგ ჟენევის უნივერსიტეტებში. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ ცოტა ხნით ჟენევიდან სამშობლოში დაბრუნდა, თანამშრომლობდა ქართულ სოციალ–დემოკრატიულ პრესაში, სადაც აქვეყნებდა პოლიტიკური ხასიათის წერილებს. უმთავრესად ცნობილი იყო როგორც ლიტერატურული კრიტიკოსი. პირველი მსოფლიო ომის დროს ლადო ბაქრაძე ბაქოში ცხოვრობდა და მასწავლებლად მუშაობდა; ორი წელი ქართულ კოლონიას თავმჯდომარეობდა, ქართველებისა და კავკასიის ერთა ურთიერთობების შესახებ აქვეყნებდა წერილებს ქართულ ჟურნალ "წყაროში", რომელიც გამოდიოდა ბაქოში და აზერბაჯანულ გაზეთში "კასპიი". საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ლადო ბაქრაძე შევიდა პოლონეთის ქართულ დელეგაციაში და ცდილობდა საქართველოს დამოუკიდებლობის ოფიციალური აღიარებისათვის ნიადაგის მომზადებას, ქართველი და პოლონელი ხალხის უფრო მეტად დაახლოებას. ამ დელეგაციაში მას მთავარი ადგილი ეკავა, უწევდა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ლადო ბაქრაძე ემიგრაციაში წავიდა, ცხოვრობდა სოშო-ოდენკურში (საფრანგეთი). დიდხანს იყო ადგილობრივ ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე. მან თავისი მატერიალური რესურსებით (მიწის ნაკვეთი, შენობა) მოაწყო ქართული კერა ქართული რესტორანით და მდიდარი ბიბლიოთეკით (მეორე მსოფლიო ომის დროს დაინგრა), სადაც ხშირად კითხულობდნენ ლექციებს. ლადო ბაქრაძის პირადი ცხოვრება უცნობია. წყარო: amp.ka.shops-net.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |