The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედუარდ კლარი

ედუარდ კლარი
დაბადების თარიღი:1861
გარდაცვ. თარიღი:1922  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ფოტოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პოლტავა (უკრაინა).

ედუარდ კლარი საქართველოში 1893 წელს გადმოსახლდა და თბილისში იჯარით აიღო ცნობილი ფოტოგრაფის ვლადიმერ ბარკანოვის ყოფილი ატელიე. შემდეგ ქალაქის ცენტრში, გოლოვინის პროსპექტზე საკუთარი ფოტოსალონი გახსნა. იყო ოპერის თეატრის ფოტოგრაფი, ადგილობრივი და ჩამოსული მსახიობები მხოლოდ მის ატელიეში იღებდნენ სურათებს. ედუარდ კლარის ფოტოები გამოირჩეოდა გემოვნებით და სინატიფით. 1897 წელს პირველ კავკასიურ ფოტოგამოფენაზე მან ბრინჯაოს მედალი მიიღო, ხოლო საიუბილეო კავკასიურ გამოფენაზე 1901 წელს, ოქროს მედალი. ფოტოგრაფი ედუარდ კლარი იღებდა ხატვის გაკვეთილებს ცნობილი მხატვრის გიგო გაბაშვილის სახელოსნოში, კარგად უკრავდა ვიოლინოზე. 1916 წელს ედუარდ კლარმა ქართველ ხელოვანთა საზოგადოების ხელმძღვანელობის ინიციატივით გადაიღო ნიკო ფიროსმანის ერთადერთი ფოტოპორტრეტი.

წყარო: ფოტოგრაფიის ქართული მუზეუმი: photomuseum.org.ge


გააზიარე: