Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ედუარდ კლარი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. პოლტავა (უკრაინა). ედუარდ კლარი საქართველოში 1893 წელს გადმოსახლდა და თბილისში იჯარით აიღო ცნობილი ფოტოგრაფის ვლადიმერ ბარკანოვის ყოფილი ატელიე. შემდეგ ქალაქის ცენტრში, გოლოვინის პროსპექტზე საკუთარი ფოტოსალონი გახსნა. იყო ოპერის თეატრის ფოტოგრაფი, ადგილობრივი და ჩამოსული მსახიობები მხოლოდ მის ატელიეში იღებდნენ სურათებს. ედუარდ კლარის ფოტოები გამოირჩეოდა გემოვნებით და სინატიფით. 1897 წელს პირველ კავკასიურ ფოტოგამოფენაზე მან ბრინჯაოს მედალი მიიღო, ხოლო საიუბილეო კავკასიურ გამოფენაზე 1901 წელს, ოქროს მედალი. ფოტოგრაფი ედუარდ კლარი იღებდა ხატვის გაკვეთილებს ცნობილი მხატვრის გიგო გაბაშვილის სახელოსნოში, კარგად უკრავდა ვიოლინოზე. 1916 წელს ედუარდ კლარმა ქართველ ხელოვანთა საზოგადოების ხელმძღვანელობის ინიციატივით გადაიღო ნიკო ფიროსმანის ერთადერთი ფოტოპორტრეტი. წყარო: ფოტოგრაფიის ქართული მუზეუმი: photomuseum.org.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |