შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ჩხაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხრიალეთი, ოზურგეთის მაზრა. 1930-1931წწ. სწავლობდა ბათუმის სამშენებლო სასწავლებელში; 1931-1934წწ. - თბილისის საფინანსო-ეკონომიკურ ტექნიკუმში; 1934-1938წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიის ფაკულტეტზე; 1938-1941წწ. - ასპირანტურაში, პოლიტიკური ეკონომიის სპეციალობით. ასპირანტურაში სწავლასთან ერთად მიჰყავდა პოლიტიკური ეკონომიის კურსი თბილსიის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დაუსწრებელ განყოფილებაზე; იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში; 1946 წლიდან, დემობილიზაციის შემდეგ სწავლა გააგრძელა აწსპირანტურაში; 1946 წლიდან - თბილისის ზოოვეტერინარული ინსტიტუტი, მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრა, ასისტენტი; 1947-1954წწ. - ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი, პოლიტიკური ეკონომიის კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 1951-1954წწ. - ისტორიის ფაულტეტის დეკანი, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი; 1950-1952წწ. - ქუთაისის პარტიის საქალაქო კომიტეტთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის საღამოს უნივერსიტეტის დირექტორი; 1954-1955წწ. - ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის გამგე; 1955 წლიდან - პედაგოგიური ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის თანამშრომელი; 1960-1973წწ. - პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე დაუსწრებელი სწავლების დარგში, დეკანი; 1973-1974წწ. - ინსტიტუტის სასწავლო-სამეცნიერო დარგის პრორექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1974-1978წწ. - ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი; 1975 წელს - ქუთაისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი; 1978 წლიდან - პოლიტიკური ეკონომიის კათედრის დოცენტი; იმავე წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პოლიტიკური ეკონომიის კათედრის თანამშრომელი. ორმოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ეკონომიკის დარგში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სოციალისტური გაფართოებული კვლავწარმოება საქართველოს სსრ მეჩაიობის კოლმეურნეობებში (ექვსი კოლმეურნეობის მაგალითზე)", დაიცვა 1960 წელს. წყარო: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University/იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე. -ქუთაისი, 2013. -გვ.44-46 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |