Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფერიდე ნიჟარაძე![]()
Biographyდაიბადა ალი დედეს ძე ნიჟარაძის ოჯახში, რომელიც აჭარაში გამორჩეული იყო თავისი ევროპული განათლებითა და ცხოვრების წესით, ამ ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ცნობილი ადამიანები – პეტრე უმიკაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი, ზაქარია ჭიჭინაძე, თედო სახოკია, დავით კლდიაშვილი და სხვა ცნობილი ადამიანები. ფერიდე ნიჟარაძე სწავლობდა ქალთა სკოლაში შემდეგ კი – მაშინდელ ბათუმის ინსტიტუტში. იურისტის განათლება მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში მიიღო. ის იყო პირველი პროკურორი ქალი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე. წლების განმავლობაში იყო ბათუმის მიუსაფარ ბავშვთა სახლის დირექტორი. ფერიდე ნიჟარაძე ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, ვინც სარწმუნოებრივი შეზღუდვების თუ იმდროინდელ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების მიუხედავად, აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთო და ქალების ე.წ. კარჩაკეტილობის სტიგმა დაარღვია, ქალთა უფლებების აქტიური დამცველი და ჩადრის ახსნის ინიცატორი; იბრძოდა განათლების, რწმენისა და ოჯახში თანასწორობისთვის. პირველი აჭარელი იურისტი ქალი. წყარო: გაზეთი "ბათუმელები": batumelebi.netgazeti.ge; tormeti.com; ajaratv.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |