Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რეჯებ ნიჟარაძე![]()
Biographyდაიბადა ქობულეთელი მემამულის დედე-აღა ნიჟარაძის ოჯახში. 1888 წელს ილია ჭავჭავაძის დახმარებით გახდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის ერთ-ერთი პირველი მოსწავლე სამუსლიმანო საქართველოდან. უმაღლესი განათლება მიიღო ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მუშაობდა იურისტად თბილისსა და ბაქოში. მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს სექციის, ქართული დაწყებითი 2-კლასიანი სკოლის, სამკითხველოს, წიგნის მაღაზიისა და გაზეთ "მარცვალის" დაარსებაში. 1911 წელს საცხოვრებლად გადავიდა ბათუმში, სადაც არჩეული იყო ქალაქის საბჭოს წევრად (ხმოსნად) და ქალაქის მმართველობის წევრად. ზრუნავდა მუსლიმი ქართველების განათლებასა და მათ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციაზე. I მსოფლიო ომის ბოლოს იყო სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის წევრი, 1918 წელს კი სამუსლიმანო საქართველოს წარმომადგენელი საქართველოს ეროვნულ საბჭოში, ქობულეთის მაზრის უფროსი. მას თურქეთთან ურთიერთობის საკითხზე საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან კონფლიქტი მოუხდა, რის გამოც ერთი პერიოდი დაპატიმრებული იყო. 1921 წლის მარტში, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში ჩადგა; იყო ბათუმის რევოლუციური კომიტეტის წევრი, შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სახალხო კომისარი; მონაწილეობდა აჭარის პირველი კონსტიტუციის და კანონმდებლობის შედგენაში. 1924 წელს აირჩიეს აჭარის ადვოკატთა კოლეგიის თავმჯდომარედ. 1930-იან წლებში იყო აჭარის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე. 1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს და დახვრიტეს. რეაბილიტირებული იქნა 1956 წელს. 2019 წელს ბათუმში ერთ-ერთ ქუჩას რეჯებ ნიჟარაძის სახელი მიენიჭა. ქართველი იურისტი და საზოგადო მოღვაწე, ქართველ მუსლიმთა ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი. წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია: ajaratv.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |