ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ვარდენ აფხაძე
დაბადების თარიღი: | 1902 (123 წლის) |
გარდაცვ. თარიღი: | 19?? |
კატეგორია: | პედაგოგი, პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი წყალტუბო, ქუთაისის მაზრა. ახალგაზრდობიდან უძღვებოდა საკუთარ მეურნეობას, მისდევდა ვაჭრობას. იყო ცეკვის მასწავლებელი; 1930-იან წლებში, წყალტუბოში საკუთარ სახლში მოწყობილი ჰქონდა სასტუმრო, რომელსაც აქირავებდა დამსვენებლებზე; 1937 წელს ქალაქის აღმასკომმა მას გამოუცხადა რომ, სახლი "დახურულ ზონაში" ჰქონდა აშენებული და ამიტომ უნდა დაეშალა და სხვაგან გადასულიყო; მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო მას ქუთაისის სასამართლომ 6 თვით იძულებითი სამუშაო მიუსაჯა; 1938 წლის 12 მაისს, წყალტუბოს საარჩევნო ოლქის შენობასთან, სადაც გამოფენილი იყო სსრკ პარტიული ლიდერების (ლენინის, სტალინის, ბერიას და სხვა...) დიდი ფერწერული პორტრეტები, ვარდენ აფხაძემ სახალხოდ, დემონსტრაციულად უცენზუროდ მოიხსენია ისინი; ის 1938 წლის 5 ივნისს დააპატიმრა საქართველოს სსრ შინსახკომის ქუთაისის რაიონული განყოფილების თანამშრომელმა - ჯიოევმა; იგი მოათავსეს ქუთაისის "გამსახლში" (ციხეში); 1938 წლის 10 ოქტომბერს გაასამართლა საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სპეცკოლეგიის გამსვლელმა სესიამ ქუთაისში; სპეცკოლეგიამ მას 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა "შრომა-გასწორების კოლონიაში", დამატებით 3 წლით ხმის უფლების ჩამორთმევით; ვარდენ აფხაძე გადაასახლეს ციმბირში, სადაც რამდენიმე წლის შემდეგ დაიღუპა ბანაკში. გარდაცვალების კონკრეტული თარიღი უცნობია.
წყარო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge
|