Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ომარ ქორთოშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ომალო, ახმეტის რაიონი. 1983-1985 წლებში იყო სამხედრო სამსახურში, შემდეგ მუშაობდა თელავის პოლიციაში. 1990 წელს ჩააბარა ვიბორგის (რუსეთი) საავიაციო სასწავლებელში. 1993 წლის 1 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველი საარმიო კორპუსის მეთაურის N135/40 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა საქართველოს ეროვნული გვარდიის საავიაციო ნაწილში (N55069) მფრინავი შტურმანის თანამდებობაზე. იგი მონაწილეობას იღებდა საბრძოლო ოპერაციებში, აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. 1993 წლის 7 ივლისს მი-8 ტიპის შვეულმფრენით ეკიპაჟთან ერთად, საბრძოლო დავალების შესრულების დროს უგზოუკვალოდ იქნა დაკარგული. საქართველოს საავიაციო სასწავლებელში დაწესებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ყოფილი სამხედრო მფრინავის, ომარ ქორთოშიძის სახელობის სტიპენდია. კაპიტანი. წყარო: mematiane.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |