Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ ლებანიძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის განყოფილება. იკვლევდა რომანულ ენებს, ასევე ლინგვისტიკისა და ენის ფილოსოფიის, კულტუროლოგიის უმნიშვნელოვანეს, აქტუალურ საკითხებს; მისი სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური მოღვაწეობა ძირითადად უცხო ენათა ინსტიტუტთან იყო დაკავშირებული; მუშაობდა ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობაზე; 2009 წელს ილიას უნივერსიტეტმა პროფესორს ემერიტუსის საპატიო წოდება მიანიჭა; 2017 წლიდან მულტიდისციპლინარული მკვლევარი, "კავკასიური სახლის" კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელთათვის კითხულობდა ლექციების სამ სპეციალურ კურსს: "სახარებისეული ტექსტი და თანამედროვე აზროვნება", "პედაგოგიკა და განათლების სისტემა", "არასწორხაზოვანი აზროვნება"; რამდენიმე ენაზე ჰქონდა გამოქვეყნებული ასობით სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი და მონოგრაფიები, მათ შორის: "დასავლეთი" (2000), "კულტუროლოგიის საფუძვლები" (2004), "კომუნიკაციური ლინგვისტიკა" (2005); 2020 წელს "კავკასიურმა სახლმა" გამოსცა გურამ ლებანიძის ფუნდამენტური გამოკვლევა 593-გვერდიანი წიგნი "რილკეს ელეგიები", რომელიც 2020 წელს ლიტერატურული კონკურსის "საბა"-ს ფინალში, კრიტიკის ნომინაციაში მონაწილეობდა. პროფესორი, ლინგვისტი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ანთროპოცენტრიზმი და კომუნიკაციური ლინგვისტიკა", დაიცვა 1999 წელს. წყარო: პოეზიარი - ავტორთა წარმოჩენა: facebook.com; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.315 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |