Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბიძინა კიკნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიმი, ბაღდათის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1953 წელს. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; იბრძოდა უკრაინის მეორე ფრონტზე; ქ. მოსკოვში, ექიმთა დახელოვნების ცენტრალურ ინსტიტუტში გავლილი ქონდა კვალიფიკაციის ამაღლების კურსების (1956, 1975) ციკლი, ბავშვთა პტიზიატრის სპეციალობით და 48 წელი ემსახურა ამ საქმეს; სამუშაო გამოცდილება: 1956-1966წწ. იყო კოჯრისა და ბეთანიის ბავშვთა სახლების ექიმი; 1966-1984წწ. დაბა კოჯრის ძვალ-სახსრის ტუბერკულიოზის სკოლა-სანატორიუმ "ალიონი"-ს მთავარი ექიმი; 1984-1988წწ. კოჯრის ბავშვთა სანატორიუმების ("ალიონი", "გაზაფხული", "განთიადი" და "დილა") გაერთიანების გენერალური დირექტორი; 1988-2000წწ. სანატორიუმ "ალიონის" ხელმძღვანელი; საქართველოსა და კავკასიაში მას, ასევე იცნობდნენ, როგორც პროფესიონალ მონადირესა და მოგზაურს; შემოვლილი ჰქონდა ყაბარდოს, ბალყარეთის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ოსეთის, დაღესტნის, სომხეთისა და აზერბაიჯანის სანადირო სავარგულები. ბიძინა კიკნაძემ, შვილთან (გ. კიკნაძე) თანაავტორობით, თავისი მდიდარი მონადირული თავგადასავალი 2002 წელს გამოაქვეყნა წიგნში: "ნადირობის ტრფიალი". აღზრდილი ყავს ექიმ-პტიზიატრთა არაერთი თაობა. ბავშვთა პტიზიატრი. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |