შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ პაპიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადების ადგილი: საინგილო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, 1968 წელს კი უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი. წარმოშობით არის ჰერეთიდან. პირველი ლექსი ("შენი ფოთლებით ვსუნთქავ") დაბეჭდა 1951 წელს გაზეთ "გაგრაში". ქართველი მკითხველის დაინტერესება გამოიწვია მისმა ისეთმა პოეტურმა კრებულებმა, როგორიცაა: "ქურმუხმა არაგვს გასძახა", "ბედის ვარსკვლავი", "შენმა მზემ ამაბრიალა". მის კალამს ეკუთვნის საყურადღებო მოთხრობები და პუბლიცისტური სტატიები. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში ბიოქიმიკოსად, თბილისის მე-9 საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების ექიმ-ლაბორანტად, ლექციებს კითხულობდა თბილისის მე-3 სამედიცინო ტექნიკუმში. მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო ფოტო-გამოფენებში; მუშაობდა სამედიცინო აკადემიის რეანიმაციის განყოფილებაში ექიმ-ლაბორანტად. გამოცემული აქვს ლექსები. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.736; წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.259-260 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |