The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი ცისკარიშვილი

Other name:დიმიტრი თუში
დიმიტრი ფოცხვეროვი
Date of birth:1779
Date of death:10 July, 1841  (at 62 years)
Burial location:სოფელი ზემო ალვანი, სამების ეკლესია (ახმეტის რაიონი)
Category:Public official, Calligrapher, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ალვანი, ახმეტის რაიონი.

დიმიტრი თუში, ფოცხვეროვი, სინამდვილეში გვარად ცისკარიშვილი იყო. იგი შედიოდა იმ ამალაში, რომელიც დარეჯან დედოფალს ახლდა რუსეთში გადასახლებისას. დიმიტრი ცისკარიშვილს ჰქონდა "გუბერნსკი სეკრეტერის" ჩინი, მის შესახებ რტიშჩევი შინაგან საქმეთა მინისტრს 1815 წლის 30 აპრილს წერდა: "რაც შეეხება გუბერნსკი სეკრეტარის ცისკაროვის დაჯილდოვებას, რომელმაც თავი გამოიჩინა ერთგული სამსახურით კახეთის ამბოხების დროს, მისი ღვაწლის დასაფასებლად, ვფიქრობ, რომ იგი უნდა დაჯილდოვდეს მე-4 ხარისხის ვლადიმერის ორდენით, რაც გამოდგება ნუგეშის საცემელად მისი მოხუცებული მამისათვის, რომელიც აგრეთვე გამოირჩეოდა თუშებში იმპერატორის ტახტისადმი ერთგულებით". ნიკოლოზ ჩუბინოვი 1800 წლის 4 ივნისს საქართველოს ეგზარქოსს თეოფილაქტეს წერდა: "მდივანი ცისკაროვი, რომელიც სამეგრელოს დედოფლის ამალაშია, ცნობილია როგორც საუკეთესო კალიგრაფი და ქართული დამწერლობის ხელოვანად დაუფლებული. ის ცოტა ხნის წინათ თბილისში იყო და სიამოვნებით დათანხმდა ჩემს წინადადებას, გადაწეროს ათონის მთაზე დაცული ქართული ბიბლია". მარი ბროსეს ცნობით, "დიმიტრი ცისკაროვი, იოანეს ვაჟი, გუბერნიის სეკრეტარი და ორდენებით დაჯილდოებული, გარდაიცვალა 62 წლისა, 10 აგვისტოს 1841 წელს... დასაფლავებულია ზემო ალვანში - სამების ეკლესიაში". 

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.663


Share: