Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ალაშვილი![]()
Biographyდაბადებიდ ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის ლენინის რაიონის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სადაც მუშაობდა 1965 წლამდე; 1965-1967წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №13 სამშენებლო ტრესტის მოპირკეთების სამმართველოს სპეციალური უბნის უფროსად; 1967-1970წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმერალურგმშენის" სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1971-1972წწ. თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტის სახარჯთაღრიცხვო განყოფილებაში - ინჟინრად; 1973-1990წწ. მშენებლობის სამინისტროს №13 სამსენებლო ტრესტის სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1990-1995წწ. საქართველოს განათლების სამინისტროსთან არსებული სამშენებლო სამმართველოს ჯერ სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ კი მთავარ ინჟინრად; 1995-1998წწ. გარდაბნის რაიონის სამშენებლო ნაკეთობათა და მექანიკური ქარხნის დირექტორად; 1998 წლიდან ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას სამშენებლო მასალების წარმოების სფეროში, ინდმეწარმის სტატუსით; მრავალწლოვანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო სხვადასხვა საუწყებო ჯილდოებითა და საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.41-42 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |