The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფრიდონ არაბული

ფრიდონ არაბული
Date of birth:14 March, 1940  (85 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნოჯიკეთი, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი თბოაირმომარაგება ვენტილაციის სპეციალობით 1963 წელს.

1963-1978წწ. მუშაობს სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს, სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" სისტემაში, სამშენებლო-სამონტაჟო მატარებელ №332 და №349-ში, მშენებელ ოსტატად სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსისა და სამმართველოს მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალზე მეორე ლიანდაგების მშენებლობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და მაგისტრალის სრული ელექტროფიკაციის სამუშაოები; 1979-1987წწ. ხელმძღვანელობდა "მარაბდა-ახალქალაქის" საერთაშორისო მნიშვნელობის სარკინიგზო მაგისტრალის ერთ-ერთი უბნის მშენებლობას; 1988 წლიდან მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში, სპეციალიზებული მოძრავ მექანიზებული კოლონის უფროსის თანამდებობაზე; აღნიშნული კოლონის მიერ აშენებულ იქნა საცხოვრებელი კომპლექსი, სტიქიით დაზარალებული სვანეთისა და საჩხერის რაიონების მოსახლეობისათვის, თეთრიწყაროს რაიონის სოფ. საქადაგიანოში; 1993 წლიდან ზემოაღნიშნული მოძრავი მექანიზებული კოლონა გადაკეთდა ს.ს. "კლდეკარ"-ად, რომლის გენერალურ დირექტორად მუშაობდა აღნიშნული პერიოდიდან და ეწეოდა სხვადასხვა სახის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტებზე; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს ჯილდოები და საპატიო სიგელები, მათ შორის საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სიგელი "მარაბდა-ახალქალაქის" სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისთვის. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.46

Awards and Honors

  • საქართველოს უმაღლესი საბჭოს სიგელი
    "მარაბდა-ახალქალაქის" სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისათვის

Share: