Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ არჩვაძე![]()
Biographyდაბაბების ადგილი: ქ. ბაქო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. არქიტექტურის სპეციალობით 1977 წელს; საცხოვრებელი სახლების ექსპერიმენტული პროექტირების სსრკ ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა 1983 წელს. 1977-1988წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტი"-ს IV შემოქმედებითი სახელოსნოს არქიტექტორად; 1988-1993წწ. იმავე სახელოსნოს უფროს არქიტექტორად; 1993-2011წწ. იყო სსი "თბილქალაქპროექტის" II შემოქმედებითი სახელოსნოს I კატეგორიის არქიტექტორი; 1996-2006წწ. შეთავსებით ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის ჯერ მასწავლებელი, შემდეგ კი უფროსი მასწავლებელი, სადიპლომო პროექტების ხელმძღვანელი; 2006 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; 2015 წლიდან აკადემიის დოქტორანტი; 2014 წელს გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები საქართველოს არქიტექტორთა კავშირში; მისი ავტორობითა და თანაავტორობით დაპროექტებულ იქნა რიგი მნიშვნელოვანი ობიექტები. მათ შორის: მრავალფუნქციური ნაგებობა 450 ადგილზე ქ. თბილისში, ვარკეთილის III მ/რაიონი (1988), ვარკეთილისა და ზღვის უბნის საცხოვრებელი მ/რაიონების პროექტი (1988), "ვარდების პარკი" ტერიტორიის რეკონსტრუქცია (1990), 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლი ქ. თბილისში, ნინოშვილისა და თამარ მეფის გამზირის კვეთაზე, საშუალო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია ქ. თბილისში (2002); მონაწილეობდა კონკურსში "ქალაქური ტიპის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი", სპეციალური ალბომის შესაქმნელად (1998); 2003-2005წწ. მონაწილეობდა ერთობლივ ღონისძიებებში, რომელიც ჩაატარეს ქ. კაიზერსლაუტერნის (გერმანია) ურბანული დაგეგმარების უნივერსიტეტმა და თბილისის სამხატვრო აკადემიამ (კვლევითი სამუშაოები და სტუდენტური კონკურსები); 2011 წელს სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა კონკურსში "საგამოფენო კომპლექსი ქ. ფოთში" და მისი ხელმძღვანელობით სტუდენტების მიერ შედგენილმა პროექრმა მიიღო I პრემია; მონაწილეობდა სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში; ავტორია სამეცნიერო ნაშრომების: "საქართველოს ქალაქების გეგმარებითი სტრუქტურის განვითარების შესახებ" და "ქალაქების განაშენიანებაში მრავალფუნქციური ქალაქმშენებლობითი სტრუქტურების განვითარების შესახებ"; თანაავტორია გამოგონების - "მზის ენერგიაზე მომუშავე უნივერსალური ჩაის საკრეფი აპარატები" - დიზაინის განხრით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.48-50
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |