The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რეჯებ ჟორდანია

რეჯებ ჟორდანია
Date of birth:10 December, 1921
Date of death:15 July, 2021  (at 99 years)
Burial location:ისტ-ჰემპთონი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ
Category:Composer, Scientist, Writer, Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ვანვი, საფრანგეთი, პარიზის გარეუბანი.

გაიზარდა ქართულ ემიგრანტულ გარემოში; სწავლობდა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, შემდეგ იელის უნივერსიტეტში; 1960 წლის შემდეგ ძირითადად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ამერიკის შეერთებული შტატებში; ათწლეულების მანძილზე ფრანგულს, ესპანურსა და ლინგვისტიკას ასწავლიდა აშშ-ის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში, მათ შორის ურსინუსის კოლეჯში (ნიუ-იორკის უნივერსიტეტი), ფეარლეი დიკინსონის უნივერსიტეტსა და ჰარტფორდის საჯარო კოლეჯში (კონექტიკუტი); გატაცებული იყო ნავთმშენებლობით და საზღვაო ისტორიით; 1987 წელს საუთჰემპტონის კოლეჯში აირჩიეს ასოცირებულ პროფესორად და ასწავლიდა საზღვაო ლიტერატურას და ისტორიას; ხელმძღვანელობდა ისტ-ჰემპტონის საისტორიო საზოგადოების მიერ XX საუკუნის დასაწყისის 25-ფუთიანი იალქნიანი ნავის (ე. წ. კეტის) "სენადის" აღდგენას; 1990 წელს პირველად ჩამოვიდა საქართველოში და მას შემდეგ ხშირად სტუმრობდა მას; აქტიურად მონაწილეობდა პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობის შესწავლასა და პოპულარიზაციაში; 1990-იანი წლებში ჟორდანიას მხარდაჭერით საქართველოში მოქმედებდა ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა; მისი ორგანიზებულია საქართველოს ისტორიისა და თანამედროვეობის შესახებ მიძღვნილი არაერთი კონფერენცია საქართველოში, დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში, მათ შორის ჰარიმანის უნივერსიტეტის მიერ მოწყობილი "საქართველოს ცნობადობის დღე" (Georgia Awareness Day) (ნიუ-იორკი, 1998), ნოე ჟორდანიას სახელობის კონფერენცია (თბილისი, 1998) და სხვ.; აქტიურად იყო ჩართული ლევილის მამულის (ე. წ. "შატოს") საქართველოსთვის გადაცემის პროცესში; 2012 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭა; რეჯებ ჟორდანია წერდა მუსიკას ფორტეპიანოსა და ვიოლინოსთვის, ასევე კამერულ მუსიკას; იყო პიანისტი; გამოქვეყნებული აქვს მემუარები, უცხოური ენების სახელმძღვანელოები, თხზულებები ნავთმშენებლობაზე, ნოე ჟორდანიაზე და სხვ., ასევე საკუთარი მუსიკალური ნაწარმოებების კრებულები; ამერიკის შეერთებული შტატებში მოღვაწე ქართველი მწერალი, კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის - ნოე ჟორდანიას შვილი.

წყარო: საქართველოს პირველი არხი1tv.ge; გავიზარდე ლევილში... / რეჯებ ჟორდანია.-თბ.,2004

Awards and Honors

  • 2009 - თბილისის საპატიო მოქალაქე

Bibliography


Share: