The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დათა გულუა

დათა გულუა
Legal name:დავით გულუა
Date of birth:21 December, 1984
Date of death:27 October, 2003  (at 18 years)
Burial location:ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ეზო, თბილისი
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის I კლასიკური გიმნაზია 2002 წელს და წარმატებით ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე.

ახალგაზრდა პოეტის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩენილი ორასამდე ხელნაწერი ლექსის საფუძველზე გამოიცა მისი კრებულები "დავბრუნდი თქვენთან" - 2004 წელს, "მე მაინც მიყვარს ის სასწაული, თეთრი კვიცივით უცებ რომ გარბის"... - 2009 წელს (გამომცემლობა "პეტიტი"), პოეტის შემოქმედება ითარგმნა დანიაში, შვედეთში, ესტონეთში, ბულგარეთსა და რუსეთში; 2009 წლის აგვისტოში მწერალთა და მთარგმნელთა საერთაშორისო ფესტივალზე დათა გულუას მიენიჭა ოქროს მედალი, ნომინაციაში "სიტყვიერების დიდოსტატი" ("Мастер Словестности"), მაღალი პროფესიონალიზმის, ლიტერატურისა და ნაციონალური კულტურის განვითარებისა და წინსვლის საქმეში შეტანილი წვლილისათვის; მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, დათა გულუას ლექსები შეტანილია "ქართული პოეზიის ანთოლოგიაში"; მისი შემოქმედება უფრო ფართო მასებისათვის ცნობილი გახდა მისი გარდაცვალების შემდეგ; 18 წლის ასაკში 2003 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში; 2015 წლის 27 ოქტომბერს ნარიყალაზე მიმავალ ქუჩას "დათა გულუას აღმართი" ეწოდა.

წყარო: პირველი ქართული ვებგვერდი კულტურასა და ხელოვნებაზე: არტინფო: artinfo.geქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 102

Bibliography


Share: