Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ბუსკივაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი თუზი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1973 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" სისტემაში მუშად, აზოტოვანი სასუქების ქარხნის მშენებლობაზე; 1970-2006წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში, ჯერ ტექნიკოსად, შემდეგ იყო ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1973-1974წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში; 1974 წლიდან მუშაობდა ამავე ინსტიტუტში ჯგუფის ხელმძღვანელად, შემდეგ პროექტის მთავარ კონსტრუქტორად; 1981-1985წწ. მივლინებით იმყოფებოდა ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში, ინჟინერ-კონსტრუქტორად ხოაბინის ჰიდროკვანძის მშენებლობაზე; 2006 წლიდან მუშაობს შპს "თეგეტა მოტორსი"-ს სამშენებლო-საპროექტო განყოფილებაში ინჟინერ-კონსტრუქტორად; აქტიურად მინაწილეობდა საქართველოს რეგიონებში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების გამოკვლევასა და გამაგრება-გაძლიერების პროექტების დამუშავებაში; დაპროექტებული აქვს ქ. ხუაბინის (ვიეტნამი) ჰიდროელექტრო სადგურის საწარმოო ბაზები და ნაგებობები, შპს "თეგეტა მოტორსის" სერვის ცენტრები და დამხმარე შენობა-ნაგებობები; ავტორია ორი გამოგონების; დაჯილდოებულია ვიეტნამის რესპუბლიკის მედლით, ჰიდროკვანძის მშენებლობაზე წარმატებული შრომისათვის; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 74
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |