The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ მამულაძე

ვლადიმერ მამულაძე
Date of birth:1 February, 1953  (72 years)
Category:Public official, Engineer, Politician, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კალოთა, ხულოს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ინჟინერ- მშენებლის კვალიფიკაციით 1975 წელს; ქ. ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლა, პოლიტოლოგის კვალიფიკაციით 1984 წელს.

1975-1978 წწ. იყო ბათუმის კომკავშირის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი, პირველი მდივანი; 1978-1982წწ. მუშაობდა აჭარის საოლქო კომიტეტის ინსტრუქტორად; 1982-1991წწ. შუახევის რაიკომის მეორე მდივანი, შუახევის რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, შუახევის რაიკომის პირველი მდივანი; 1992-2004წწ. აჭარის ა/რ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო 2006-2014წწ. აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად; სხვადასხვა დროს არჩეული იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის წევრად, საქართველოს კპ ყრილობების დელეგატად, ბათუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატად (ორჯერ), შუახევის რაიონული საბჭოს დეპუტატად (ოთხჯერ), ოცდახუთი წელია ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ მოღვაწეობას. გამოცემული აქვს ბიოგრაფიული და პუბლიცისტური ჟანრის ექვსი წიგნი. დაჯილდოებულია მედლით "სახელმწიფო საზღვრის დაცვაში წარჩინებისათვის".

Member of Organizations

  • დავით მამულაძის სახელობის საზოგადოება "მოამაგე", თავმჯდომარე (1995-2022)

Awards and Honors

  • 2018 - შუახევის საპატიო მოქალაქე
    რაიონის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის

Bibliography


Share: