The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტრიფონ გამსახურდია

ტრიფონ გამსახურდია
დაბადების თარიღი:28 იანვარი, 1896
გარდაცვ. თარიღი:1993  (96 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, საზოგადო მოღვაწე, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნოსირი, სენაკის რაიონი.

დაწყებითი განათლება მიიღო ძველი სენაკის ქართულ ოთხკლასიან სკოლაში; 1912 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია; 16 წლისა სამუშაოდ გაამწესეს აზერბაიჯანში, ბაქოში ვატუშინსკის აფთიაქში, სადაც 3 წელი იმუშავა; იყო  ყაზანის უნივერსიტეტის სპეციალური კურსების მსმენელი, რომლის დამთავრების შემდეგ გამოცდები ჩააბარა უნივერსიტეტში.

1915 წელს უმაღლესი განათლების დიპლომით (აფთიაქარის თანაშემწე) დაბრუნდა ბაქოში და მუშაობა დაიწყო რეცეპტარად; 1917 წლიდან მუშაობდა ფოთში, ალექსანდრე მდივნის კერძო აფთიაქში რეცეპტარად, 1918 წელს გადაიყვანეს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში აფთიაქის გამგედ; მისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი შრომის ეტაპი 1924 წლიდან დაიწყო, როდესაც გორში გადავიდა საცხოვრებლად; სხადასხვა დროს იგი იყო გორის, ე.წ. ძველი აფთიაქის რეცეპტარი, კასპის რაიონის სოფელ წითელქალაქის აფთიაქის გამგე, პროფკავშირის სამაზრო გამგეობის თავმჯდომარე, საოლქო გამგეობის თავმჯდომარე, რაიონული პროფსაბჭოს გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი, გორის რაიონის ჯანმრთელობის განყოფილების გამგე, გორის რაიონის სოფელ ტყვიავის აფთიაქის გამგე, გორის პირველ აფთიაქში რეცეპტარ-კონტროლიორი და სხვ.; 1938 წელს დააპატიმრეს, ციხეში 2 წელიწადნახევარი დაჰყო; 1940 წელს ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ოფიციალურ ცნობაში აღნიშნულია, რომ წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; ტ. გამსახურდია არჩეული იყო გორის საქალაქო საბჭოს დეპუტატად, გორის რაიონული საბჭოს აღმასკომის პრეზიდიუმის წევრად; გორის ჯანმრთელობის განყოფილების გამგედ მუშაობის პერიოდში, მისი თაოსნობით და უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო და ამუშავდა ქალაქის ტუბდისპანსერი, რომელიც აღიჭურვა იმდროისთვის საუკეთესო რენტგენის, ფიზიოთერაპიის კაბინეტებით და ბიოქიმიის ლაბორატორიით; კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში (მაშინდელ წითელქალაქში) მოღვაწეობის დროს მისი ძალისხმევით გამოიყო შენობა და მოეწყო კლუბი; ახალქალაქში ჩამოაყალიბა დასი, იდგმებოდა თეატრალური წარმოდგენები, ეწყობოდა კონცერტები, ტრიფონ გამსახურდიას ინიციატივით სოფელ ახალქალაქში შეიქმნა ფეხბურთელთა გუნდიც, სადაც თვითონაც თამაშობდა ცენტრალურ მცველად. ტრიფონ გამსახურდია დაჯილდოებული იყო საიუბილეო მედლით და შრომის ვეტერანის წოდებით, საკავშირო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და საკავშირო მედმუშაკთა პროფკავშირის "დამკვრელის", "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსნის" სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით. იგი არჩეული იყო სოფელ ტყვიავისა და გორის საპატიო მოქალაქედ. მისი გარდაცვალების შემდეგ, გორში მდებარე სახლის კედელზე (სტალინის გამზ. 24), სადაც ბოლო, თითქმის 35 წელი იცხოვრა, ტრიფონ გამსახურდიას მემორიალური დაფაა გაკრული. ფარმაცევტი, პროვიზორი. 

წყარო: კაცი - ლეგენდა : ტრიფონ გამსახურდია / ვახტანგ ჭანკოტაძე.-თბ.,2017.-გვ.106 (dspace.nplg.gov.ge); მოზაიკა - გორის სათემო რადიო: radiomosaic.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: