შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი გამყრელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1982 წელს. 1982-1984წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" არქიტექტურული სახელოსნოს არქიტექტორად; 1984-1987წწ. №3 არქიტექტურული სახელოსნოს უფროს არქიტექტორად; 1987-1988წწ. ამავე სახელოსნოს მთავარი არქიტექტორი; 1988 წლიდან მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან არსებული IV მთავარი სამმართველოს საპროექტო-სახარჯაღრიცხვო ბიუროს არქიტექტორად; 1980-1990წწ. ამავე ბიუროს მთავარ არქიტექტორად; 1989 წელს მუშაობდა ქ. ბოსტონის (აშშ) გროპიუსის ოფისში; მონაწილეობდა "ქ. ბოსტონის სატრანსპორტო ცენტრის" პროექტის დამუშავებაში; 1990-2012წწ. იყო არქიტექტურულ-დიზაინერული სტუდია "არეა"-ს დირექტორი; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტებულ იქნა მრავალი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი და საცხოვრებელი სახლი, მათ შორის: საცხოვრებელი კომპლექსი "ჭავჭავაძე 5", ქ. თბილისში (2005), სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი "მესხეთი" დაბა ბაკურიანში (2008), მრავალფუნქციური კომპლექსი მუხიანის მ/რაიონში (2009) და მრავალფუნქციური საცხოვრებელი აბაშიძის ქუჩაზე ქ. თბილისში (2011), ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები - მცხეთაში, წავკისში, კოჯორში, კვარიათში და ქ. თბილისის სხვადასხვა რაიონებში (2007-2012), მრავალფუნქციური კომპლექსი ც. დადიანის ქუჩაზე ქ. თბილისში (2013), ასევე "აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალი" გმირთა მოედანზე, ქ. თბილისში და სხვა; იყო მრავალი საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის წარმატებული ნომინანტი; 1985 წელს მიღებული აქვს I პრემია არქიტექტურულ ბიენალეზე, ქ. სოფიაში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 78-79 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |