Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
როსტომ გაჩეჩილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი წევა, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპაციალობით 1951 წელს. 1951-1952წწ. მუშაობდა სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში - სიონის წყალსაცავის მშენებლობაზე; 1953-1958წწ. მუშაობდა გუმათის ჰესების კასკადისა და ლაჯანურჰესის მშენებლობაზე; შემდეგ "თბილსრესის" მშენებლობაზე; 1978-1980წწ. მივლინებულ იყო ირანის რესპუბლიკაში, რამინის თბოელექტროსადგურის მსენებლობაზე; აღნიშნულ მშენებლობაზე გაწეული შრომისათვის ირანის მთავრობის მიერ დაჯილდოებულ იქნა საპატიო მედლით; 1981 წლიდან მუშაობდა "თბილსრესის" №9 ბლოკის მშენებლობაზე, ჯერ სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილედ, შემდეგ კი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების საქმეში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით დაჯილდოებულ იქნა "ოქტომბრის რევოლუციის" ორდენით და სხვა სახელმწიფო ჯილდოებით; მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 79-80 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |