Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გულნაზი ხუხუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გალი. დავამთავრა ა. მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიური ფალკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სპეციალობით 1971 წელს. 1973-1980წწ. - სოხუმის 45-ე საშუალო პროფტექნიკური სასწავლებელი, ქართული ლიტერატურისა და ესთეტიკის მასწავლებელი; 1980 წლიდან - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრა, პედაგოგიკის ლექტორი; 1989 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება სპეციალობით, პედაგოგიკის თეორია და ისტორია; 1991 წელს დააფუძნა მეცნიერ-პედაგოგთა ასოციაცია "აპოგეა" და პედაგოგიურ საზოგადოებრივი ჟურნალი "მზრდელ ყრმისა"; 1994-2004წწ. - პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრის გამგე; 1994-1995წწ. - გაზეთ "სოხუმის სადროშოს" რედაქტორი; 1995 წელს დააარსა გაზეთი "პედაგოგიკა", გამოდიოდა 1998 წლამდე; 1998 წლიდან - ყოველწლიური სამეცნიერო-პედაგოგიური შრომების კრებულის რედაქტორ-გამომცემელი თვითდაფინანსების წესით; 2010 წლიდან - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. გამოცემული აქვს 56-მდე სამეცნიერო შრომა, მათ შორის 7 მონოგრაფია, 1 პედაგოგიკის სახელმძღვანელო, 200-ზე მეტი საგაზეთო სტატია. ქართულ ენაზე თარგმნა მარკუს ფაბიუს კვინტილიანეს პედაგოგიური თხზულების 12 წიგნი "ორატორის დარიგებანი". წლების განმავლობაში ოფიციალურად ხელმძღვანელობდა პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სხავადასხვა დონის სამეცნიერო კონფერენციებს. ეწევა პედაგოგიურ, სამეცნიერო და ჟურნალისტიკურ საქმიანობას. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მოსწავლეთა ინტერნაციონალური აღზრდა", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მარკუს ფაბიუს კვინტილიანეს პედაგოგიური მემკვიდრეობა", დაიცვა 1999 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.578; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკა: elibrary.sou.edu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |