Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით გოგიჩაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1997 წელს. სტუდენტობის წლებშივე აქტიურად ჩაება პრაქტიკულ საქმიანობაში და თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა და შრომისმოყვარე ახალგაზრდამ, რამაც განაპირობა მისი მომავალი წარმატებები; არის კომპანია "ჰაუსარტის" დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი; აღნიშნულ კომპანიაში მრავალწლიანი პრაქტიკული პროფესიული მოღვაწეობის პერიოდში, მისი ავტორობითა და მონაწილეობით დამუშავებული და რეალიზებულია მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტების პროექტები, მათ შორის: სასწრაფო დახმარების სამსახურის №112-ს შენობა, საცხოვრებელი სახლები დიდ დიღომში, ნუცუბიძის ქუჩაზე და ი. ჭავჭავაძის გამზირზე, სასტუმროები პეკინისა და ყაზბეგის ქუჩების კვეთაზე, ასევე თავისუფლების მოედანზე ქ. თბილისში, მულტიფუნქციური კომპლექსი ძველ თბილისში; სასტუმრო "პარაგრაფი" დაბა შეკვეთილში, მულტიფუნქციური კომპლექსი ქ. ბათუმში, ოპერის თეატრის რეაბილიტაცია და კინოთეატრი "საქართველო" ქ. ქუთაისში, სასტუმრო ქ. ქობულეთში და სხვა; არის მრავალი არქიტექტურული კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული; მისი მონაწილეობით შექმნილი პროექტები არაერთგზის დასახელდა წლის საუკეთესო ნაშრომად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 99-100 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |