Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ გუგუნავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1959 წელს. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, შრომითი საქმიანობა დაიწყო ქ. თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებულ სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში ჯერ ინჟინრად, შემდეგ სამმართველოს მთავარ ინჟინრად; იყო ამავე სამმართველოს უფროსი; 1971 წელს გადაიყვანეს ქ. თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებული საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის მმართველად; 1986 წელს დაწინაურებულ იქნა ქ. თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; თბილისის რაიონების რეორგანიზაციის შემდეგ დაინიშნა ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის პირველ მოადგილედ; მისი ხელმძღვანელობით აქტიურად დაიწყო საცხოვრებელი კვარტლების შიდა გზების, სკვერებისა და გაზონების კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე კვარტლებში ბავშვთა გასართობი მოედნებისა და ატრაქციონების, დასასვენებელი ზონების მოწყობა; განსაკუთრებული ყურადღება იქნა მიქცეული საცხოვრებელი სახლების სარდაფებში გამავალი წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ძველი ქსელების სრულად გამოცვლის სამუშაოების შესრულებას, რითიც დაცულ იქნა შენობების მდგრადობა, ვინაიდან დაზიანებული ქსელებიდან წყალი იღვრეოდა საძირკველებში და შესაძლებელი იყო მათი დეფორმაცია; ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სისტემაში ხანგრძლივი მუშაობის პერიოდში იგი არჩეული იყო ოთხი მოწვევის რაიონული საბჭოს დეპუტატად; წლების განმავლობაში იყო ორჯონიკიძის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომისა და ვაკე-საბურთალოს გამგეობის წევრი; მრავალწლიანი წარმატებული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 105; დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.76-84
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |