The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პაატა ჩხეიძე

პაატა ჩხეიძე
Date of birth:19 November, 1955  (69 years)
Category:Scientist, Educator, Politician, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1977 წელს.

1987-1992წწ. ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას: 1977-1985წწ. თორტიბას რვაწლიანი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი; 1979-1985წწ. გორის ბარათაშვილის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენისა და საზღვარგარეთის ლიტერატურის მასწავლებელი; 1985-1988წწ. გორის გრ. ერისთავის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე; 1987 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი გორის ვარიანის №32 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1997-2006წწ. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე, უცხო ენების ფაკულტეტის დეკანი, 2002-2004წწ. ქალაქ გორის მერი; 2005-2006წწ. აშშ-ის კათოლიკური უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, ფულბრაიტის გაცვლითი პროგრამით, იყო აშშ-ის National Humanities Institute-ის წევრ-კორესპონდენტი საქართველოში; ილიას სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით.  მრავალი სამეცნიეო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.376; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.geპრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.204

Member of Organizations

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ადგილობრივი თვითმართველობის კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს განათლების კომისია, წევრი (1990-1991)

Awards and Honors

  • 2015 - პრემია "საგურამო", ჰუმანიტარული მეცნიერება

Share: