The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კალისტრატე დგებუაძე

Date of birth:1911
Date of death:16 February, 1943  (at 32 years)
Category:Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ოტობაია, სოხუმის ოკრუგი.

დაამთავრა სოფლის შვიდწლედი 1926 წელს, ზუგდიდის პედაგოგიური ტექნიკუმი 1930 წელს.
1927 წელს შევიდა საქართველოს ალკკ რიგებში, საიდანაც დაიწყო აქტიური პარტიული მუშაობა; 1930 წლის სეტქემბრიდან - 1931 წლის ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს ალკკ გალის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგედ; აქედან გადაყვანილ იქნა რაიონული გაზეთის რედაქტორის მოადგილედ, სადაც მუშაობდა 1933 წლის ბოლომდე.
1933-1934წწ. იყო აჩიგვარის საბჭოთა მეურნეობის მუშკომის თავჯდომარე; 1934 წლის მარტში დაინიშნა კომკავშირის გალის რაიკომის მდივნის მოადგილედ; 1935 წელს გაიწვიეს მუშურ-გლეხური წითელი არმიის რიგებში, სადაც მან მიიღო პოლიტიკური მუშაობის გამოცდილება; დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა გალის რაიონის ფიჩორის არასრული საშუალო სკოლის დირექტორად; 1937 წლის ივლისში ის არჩეულ იქნა კომკავშირის გალის რაიკომის მდივნად; იმავე წლის სექტემბერში - საქართველოს ალკკ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მეორე მდივნად; იყო საქართველოს ალკკ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პლენუმის და საქართველოს ალკკ ცეკას პლენუმის წევრი; 1938 წელს იყო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე; 1938 წლის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების დეპუტატობის კანდიდატად ქ. სოხუმის №12 პირველი მაისის საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგადაც ის არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. საბჭოთა პოლიტიკური და სახელმწიფო და მოღვაწე.


Share: