The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოჩა სხილაძე

გოჩა სხილაძე
Date of birth:18 February, 1968  (57 years)
Category:Theologian, Educator, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

1989-1991 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიაში, რომელიც არ დაუმთავრებია; დაამთავრა მოსკოვის თეოლოგიური ინსტიტუტი 1996 წელს.

1996-1999 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა გერმანიაში; 2001-2002წწ. მუშაობდა პირველი სვირის საშუალო სკოლაში, გერმანული ენის მასწავლებლად; 2007 წლიდან მუშაობს ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, საინფორმაციო განყოფილების მთავარ სპეციალისტად; მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა ჟურნალ "განთიადში" 1989 წელს; ლექსები და ესეები გამოქვეყნებული აქვს ჟურნალ "ალტერნატივაში", "ენიგმაში", "აფრაში", "ახალ საუნჯეში", "ლიტერატურულ გაზეთში", ასევე ელექტრონულ ჟურნალ "ელექტროლიტში"; 2016 წელს იყო ლიტერატურულ პრემია "საბას" ნომინანტი (ფინალისტი). 2020 წელს გაიმარჯვა გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში "ერთგულება", აიღო მეორე პრემია; გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებულები: "მკვდართა მზე", "დიდი მზესუმზირა", "ამბორი სიბნელეში", "უნაპირო მდინარე".

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი: 1tv.ge

Bibliography


Share: