The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ დათიაშვილი

თენგიზ დათიაშვილი
Date of birth:22 October, 1951  (73 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია, გათბობა-კანალიზაციისა და წყალმომარაგების განხრით 1973 წელს.

1973-1990წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტი"-ს ქუთაისის ფილიალში ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, სპეცსამუშაოების განყოფილების უფროსად; 1994 წელს სამუშაოდ გადავიდა ქ. მოსკოვში, სადაც მუშაობდა სამშენებლო კომპანია შპს "ბმ"-ის სამუშაოთა მწარმოებლად სპეცსამუშაოების განხრით; 1995-2000წწ. იყო ამავე კომპანიის მთავარი სპეციალისტი სპეცსამუშაოების დარგში; 2001-2002წწ. მუშაობდა ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის არქიტექტურული სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 2002-2003წწ. კვლავ ქ. მოსკოვში მუშაობდა სამშენებლო კომპანია "ვიტმა-1"-ის მთავარ სპეციალისტად სპეცსამუშაოების დარგში; 2003-2008წწ. მუშაობდა ხობის რაიონის სოფელ ყულევის "ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადასატვირთი ტერმინალის" მშენებლობაზე სამსახურის უფროსად, სპეცსამუშაოების განხრით; 2008 წლიდან მუშაობს სამშენებლო კომპანია "ბკ კონსტრაქშენ"-ის მთავარ სპეციალისტად სპეცსამუშაოების განხრით; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტებულ იქნა წყალსადენის ქსელები - ქ. ქუთაისში, სამტრედიაში, აბაშაში, სენაკში, თერჯოლაში, აგრეთვე ქ. ქუთაისის მე-7, მე-8, და მე-9 მ/რაიონების წყალმომარაგება-კანალიზაციისა და გათბობის ქსელები; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისთვის მიღებული აქვს საუწყებო და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 107


Share: