Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი დალაქიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამდინარო ნაგებობებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სპეციალობით 1971 წელს. 1971-1972წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში" - ინჟინრად; 1972-1973წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი ლაბორატორიის უფროსი ლაბორანტი; 1973-1974წწ. იყო ქ. მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სტაჟიორ-მკვლევარი; 1974-1977წწ. კ. ზავრიევის სახელობის თბილისის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ასპირანტი; 1978-1996წწ. მუშაობდა თბილისის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ლაბორატორიის გამგედ; ამ პერიოდიდან შეთავსებით მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; იყო საშენი მასალებისა და ნაკეთობების კათედრის დოცენტი, კითხულობდა ლექციებს; 1996-2004წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მენეჯმენტის, მატერიალურ-ტექნიკური და სოციალური ბაზის განვითარების დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო; 2010 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორია; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობის აღდგენა-რეკონსტრუქცია, ასევე განათლების სისტემის მთელი რიგი შენობა-ნაგებობების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქცია; დამუშავებულ იქნა ნორმატიული დოკუმენტაცია "ახალი სტანდარტები და საპროექტო ნორმები სასკოლო შენობებისათვის"; არის მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და 78 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 1978 წელს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 109-110 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |