Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იაშა დიასამიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მარადიდი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1976 წელს; ლენინგრადის, გერცენის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ალგებრის კათედრის ასპირანტურა 1978 წელს. 1968-1973 წწ. იყო ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის კათედრის ლაბორანტი; 1977-1992 წწ. სხვადასხვა დროს ეჭირა ასპირანტის, მასწავლებლის და დოცენტის თანამდებობები; 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია კიევის შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2003 წელს, კი - სადოქტორო დისერტაცია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1992-2004 წწ. მათემატიკის კათედრის დოცენტი, 2004 წლიდან - ამავე კათედრის პროფესორი, ხოლო 2021 წლიდან მათემატიკის დეპარტამენტის ემერიტუს-პროფესორი. მის შრომებში სრულადაა შესწავლილი ნახევარჯგუფებში ელემენტთა მარცხნიდან და მარჯვნიდან გაყოფადობის პირობები და გრინის ექვივალენტობები; ი. დიასამიძემ გამოსცა მონოგრაფია "ბინარულ მიმართულებათა სრული ნახევარჯგუფები", რომელიც აღიშნულ მიმართულებაში პირველი იყო. ემერიტუს-პროფესორი, საქართველოში აბსტრაქტული მათემატიკის ფუძემდებელი. Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |