შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ თოდრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1953 წელს. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო საქართველოს კომუნალური მეურნეობის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში "საქკომუნპროექტი", რომლის ბაზაზეც შემდგომ ჩამოყალიბდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი "საქქალაქმშენსახპროექტი"; აღნიშნულ საპროექტო ორგანიზაციაში მან განვლო პროფესიული დახელოვნების უდიდესი კარიერული გზა რიგითი არქიტექტორიდან, არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელამდე; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძრვანელობით დაპროექტებულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, როგორებიც იყო: "კოსმოსური სხივების ლაბორატორიათა კომპლექსი", "კიბერნეტიკის ინსტიტუტი", მისი საცდელ-სამეცნიერო ბაზით, თბილისში გოთუას ქუჩაზე "ფიზიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი", "ბაქტერიოფაგის" ვაქცინებისა და შრატების კვლევითი ინსტიტუტის რეკონსტრუქცია-გაფართოება, ქ. სოხუმში "მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტი" და სხვა მრავალი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები და შენობები, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში. მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისთვის, მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები, მათ შორის სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს სიგელი და პრემია, ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დაპროექტებისათვის. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 129-130 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |