Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ თოდრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1953 წელს. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო საქართველოს კომუნალური მეურნეობის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში "საქკომუნპროექტი", რომლის ბაზაზეც შემდგომ ჩამოყალიბდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი "საქქალაქმშენსახპროექტი"; აღნიშნულ საპროექტო ორგანიზაციაში მან განვლო პროფესიული დახელოვნების უდიდესი კარიერული გზა რიგითი არქიტექტორიდან, არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელამდე; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძრვანელობით დაპროექტებულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, როგორებიც იყო: "კოსმოსური სხივების ლაბორატორიათა კომპლექსი", "კიბერნეტიკის ინსტიტუტი", მისი საცდელ-სამეცნიერო ბაზით, თბილისში გოთუას ქუჩაზე "ფიზიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი", "ბაქტერიოფაგის" ვაქცინებისა და შრატების კვლევითი ინსტიტუტის რეკონსტრუქცია-გაფართოება, ქ. სოხუმში "მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტი" და სხვა მრავალი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები და შენობები, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში. მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისთვის, მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები, მათ შორის სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს სიგელი და პრემია, ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დაპროექტებისათვის. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 129-130 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |