The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როლანდ კომახიძე

როლანდ კომახიძე
Date of birth:30 August, 1954
Date of death:20 July, 2008  (at 53 years)
Category:Linguist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა განთიადი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ბელგოროდის მ. ოლმინსკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1974 წელს; ოდესის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით რუსული ენა ლიტერატურა 1977 წელს.

1978 წლიდან - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, რუსული ენის კათედრის მასწავლებელი; 1985 წლიდან - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტი, რუსული ენის კათედრის გამგე; 1996 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი; 2004 წლიდან - ბათუმის თავისუფალ ხელოვნებათა და მეცნიერებათა ინსტიტუტის რექტორი; 2006 წლიდან - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სლავისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სამეცნიერო ინტერესების სფეროს განეკუთვნება ტექსტი და თარგმანი, კულტურათშორისი კომუნიკაცია. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. 2005 წელს  აირჩიეს ქ. სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რუსული და ქართული ფიზიკური ტერმინოლოგიების შეპირისპირებითი კვლევა", დაიცვა 1982 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -  "ტექსტის პარადიგმატიკა და სინტაგმატიკა", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.473; სკოლა ევრო-2000: euro-2000.ge საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 136-137

Bibliography


Share: