Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე კალანდარიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქ. მოსკოვის წყალთა მეურნეობის საინჟინრო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაცია 1954 წელს. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ დატოვეს ქ. მოსკოვის ვ. კუიბიშევის სახელობის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა 1971 წლამდე, სხვადასხვა სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობებზე; 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1971 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტზე, სადაც მუშაობდა სამშენებლო წარმოების ორგანიზაციისა და საშენი მასალების კათედრაზე პედაგოგ-დოცენტად; მონაწილეობდა თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში; მის მიერ შეთავაზებული მეთოდითა და წინადადებით განხორციელდა ტაძრის გუმბათის მონტაჟი და მასზე შვიდტონიანი ჯვრის აღმართვა; მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაჯილდოებული იყო საპატრიარქოს მადლობის სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 139
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |