The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ კაპანაძე

თეიმურაზ კაპანაძე
Date of birth:17 September, 1939  (85 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1969 წელს.

1958 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა ქ. თბილისის ელდეპოში მუშად; 1960 წელს გაწვეულ იქნა საბჭოთა არმიის რიგებში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში; 1969-1976წწ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ჯერ საქართველოს მევენახეობა-მეხილეობის ტრესტის სისტემაში, მშენებელ ინჟინრად, შემდეგ საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საწარმოო ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" ტექნიკურ განყოფილებაში - უფროს ინჟინრად; 1976-1984წწ. მუშაობდა საჩხერის რაიონული საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებული სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად, 1984-1987წწ. საწარმოო-სამშენებლო გაერთიანება "საქჰიდროენერგომშენი"-ს სამშენებლო სამმართველო "ჟინვალჰესმშენის" უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად); 1987-2001წწ. მუშაობდა სამშენებლო გაერთიანება "კავგვირაბმშენში" უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 2002-2007წწ. შპს "თბილისი 6"-ის ტექნიკური განყოფილების უფროსად; 2008 წლიდან მუშაობდა შპს "ბურჯის" სამშენებლო განყოფილების მთავარ სპეციალისტად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენებულ იქნა არაერთი სამრეწველო, საბინაო-საყოფაცხოვრებო, ენერგეტიკული და კულტურულ-საგანმანათლებო დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტი, მათ შორის: ტექნოლოგიური კორპუსი, საკომპრესორო სადგური, მაღალი ძაბვის ელექტროსატრანსფორმატორო ქვესადგური, პურკომბინატი დ. ხელვაჩაურში, ქ. სოჭის შემოვლითი საავტომობილო გზის გვირაბები, ტურისტული ბაზის კომპლექსი ბაზალეთის ტბაზე (დუშეთის რაიონში), "დინამოს" საფეხბურთო სტადიონის რეკონსტრუქცია, ქ. სიღნაღის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქცია-რესტავრაცია, საშუალო სკოლა საჩხერის რაიონში და სხვა; ავტორია რამდენიმე რაციონალიზატორული წინადადების, მის მიერ ტექნოლოგიური კორპუსის მშენებლობაზე დანერგილ იქნა მსხვილზომიანი მცოცავი ყალიბის გამოყენება, რითაც გაუმჯობესებულ იქნა სამუშაოთა ხარისხი და შემცირდა მშენებლობის ვადა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 140-141


Share: