Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კახა კახეთელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, ელექტროქსელებისა და სისტემების სპეციალობით 1974 წელს. 1974-1977წწ. მუშაობდა საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტ "მძიმემრეწველელექტროპროექტის" თბილისის ფილიალში უფროს ინჟინრად; 1977 წელს გადაყვანილ იქნა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენი"-ს №8 სპეციალიზებულ მოძრავ მექანიზებულ კოლონაში, ამჟამად შპს "კავკასიონი", რომელიც აწარმოებდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობას, სადაც მუშაობდა 1994 წლამდე; იყო აღნიშნული ორგანიზაციის უფროსი დისპეტჩერი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი, დირექტორის მოადგილე და გენერალური დირექტორის მოადგილე; არის შპს "კავკასიონის" დამფუძნებელი; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით შპს "კავკასიონში" მუშაობის პერიოდში აშენდა 110კვ., 220კვ., 330კვ., 500კვ. და 750კვ. სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზები, როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ბელორუსისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებზე; ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული 500კვ. ელექტროგადამცემი ხაზის "კავკასიონი"-ს მშენებლობაში; 1991-2006წწ. მისი აღდგენითი სამუშაოების შესრულებაში, ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე; ამ მხვრივ დიდი წვლილი აქვს შეტანილი რუსეთიდან საქართველოს ელექტრომომარაგების სტაბილურობის უზრუნველყოფაში; 1994 წლიდან მუშაობდა რუსეთის ფედერაციის შპს "ენერგომმშენი"-ს მთავარ ინჟინრად, შპს "კუბანელექტროქსელმშენი"-ს დირექტორაედ, შპს "როსელექტროქსელმშენი"-ს დირექტორად; მრავალწლიანი წარმატებული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 144-145
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |