შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჰამლეტ ჭიპაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური ენის სპეციალობით 1965 წელს. 1963-1965წწ. საკავშირო სააქციონერო საზოგადოება "ინტურისტის" გიდ-თარჯიმანი; 1965-992წწ. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში: 1965-1969წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მდივანი; 1969-1974წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საოქმო-საკონსულო განყოფილების გამგე; 1974-1987წწ. საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველის მოადგილე, საოქმო საიდუმლო განყოფილების გამგე; 1981-1992წწ. საქართველოს ტელე-რადიო სახელმწიფო კომიტეტის პოლიტიკური მიმომხილველი; 1990-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი; 1992-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის აპარატის უფროსი; 1995-1998წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი; 1995-1997წწ. საქართველოს დიპლომატიური აკადემიის კათედრის გამგე; 1998-1999წწ. საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან აჭარის ა/რ წარმომადგენლის მოადგილე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.398 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |