Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რომან ბატიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა ბაკურციხის მეღვინეობა-მევენახეობის ტექნიკუმი 1933 წელს, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. იყო ოცეულის მეთაურის მოადგილე 369-ე სათადარიგო პოლკში; დაპატიმრების დროს ბრალად ედებოდა, რომ რომან ბატიაშვილი იყო უკანონო კონტრრევოლუციური "ფაშისტური" ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და ამ ორგანიზაციის დავალებების შემსრულებელი, იგი იყო არალეგალურ ნაციონალისტურ-მეამბოხე ორგანიზაციის წევრი, მას მიზნად ჰქონდა დასახული შეიარაღებული აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 1942 წლის 20 სექტემბერს ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალმა რომან ბატიაშვილს მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა ქონების კონფისკაციით. იყო ორგანიზაცია "სამანის" წევრი (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები) - იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საბჭოთა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. რეპრესირებული. აგრონომი. (2012 წლის ჟურნალ "ჩვენ მწერლობაში" დაიბეჭდა მისი ვაჟის, ომარ ბატიაშვილის წერილი მამის შესახებ, რომელშიც ვეცნობით რომან ბატიაშვილის ბიოგრაფიასა და მის კავშირებს სხვა შეთქმულებთან). წყარო: XX საუკუნის 40-იანი წლების ეროვნული მოძრაობა (სამანელები) / ნატა თეთვაძე .-თბ., 2021.-გვ.57 (dl.sangu.edu.ge) Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |