Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
როსტომ ფარეულიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ომალო, ახმეტის რაიონი. დაამთავრა თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობა ქართული ენა და ლიტერატურა 1968 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება. 1965 წლიდან – ჯოყოლოს 8-წლიანი სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1968 წლიდან - ომალოს 8-წლიანი სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1977 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986 წლიდან - მეცნიერ-თანამშრომელი; 1989 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. სამეცნიერო შრომებისა და სტატიების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2005). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არსებით სახელთა ბრუნების ძირითადი საკითხები ჩაჩნურში (ქისტური მეტყველების მონაცემთა მიხედვით)", დაიცვა 1985 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჩეჩნური ზმნა", დაიცვა 2005 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.491; პანკისის ხეობა: pankisi.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |