The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიპარტი კოტია

ლიპარტი კოტია
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1955  (70 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, გეგეჭკორის (ამჟამად მარტვილის) რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, ელექტრული ქსელებისა და სისტემების სპეციალობით 1977 წელს.

1977 წელს მუშაობა დაიწყო სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენი"-ს №8 მოძრავ მექანიზებულ კოლონაში ოსტატ-ბრიგადირად, შემდეგ მუშაობდა მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; მე-20 საუკუნის მიწურულს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტი "კავკასელექტროქსელმშენი" რეორგანიზებულ იქნა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებარე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "კავკასიონად"; რეორგანიზაციის შემდეგ იგი განაგრძობს მუშაობას შპს "კავკასიონი"-ს სისტემაში; იყო საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, აღმასრულებელი დირექტორი; დიდია მისი ღვაწლი ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სფეროს განვითარების საქმეში არა მარტო საქართველოში, არამედ აზერბაიჯანში, სომხეთში, მოლდოვაში, უკრაინაში, რუსეთის ცენტრალურ რაიონებში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენებულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები 220კვ., 330კვ., 500კვ., 750კვ. და შესაბამისი ელექტროქვესადგურები ზემოაღნიშნულ რეგიონებში; არის შპს "კავკასიონის" ერთ-ერთი დამფუძნებელი; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 164-165


გააზიარე: