Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ ჭუმბურიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1975-1977წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი; 1977-1981წწ. - კარლ მარქსის სახელობის ლაიპციგის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ფაკულტეტი. 1985-1989წწ. - თბილისის 46-ე სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი; 1981-1986წწ. - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1986-1993წწ. - ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997-1998წწ. - თბილისის სასულიერო აკადემიის გერმანული ენის მასწავლებელი; 1993-2006წწ. - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-2000წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გერმანული ენის მასწავლებელი; 2000-2007წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 2007-2012წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მასწავლებელი; 2010 წლიდან - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხო ენების ჯგუფის გერმანული ენის ექსპერტი; 2012 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრის ასისტენტი პროფესორი; 2015 წლიდან - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწეთა ეროვნული ცენტრის უცხოეთთან ურთიერთობის, განვითარებისა და განათლების დეპარტამენტის უფროსი. მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში, ექსპერიმენტებში, სამეცნიერო გრანტებსა და პროგრამებში. სამეცნიერო შრომების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ხელნაწერების შესწავლა უცხოეთში - გრიგოლ ფერაძის არქეოგრაფიული ძიებანი", დაიცვა 2006 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.509; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: old.tsu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |