The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ხაჭაპურიძე

გიორგი ხაჭაპურიძე
Date of birth:13 May, 1953  (71 years)
Category:Scientist, Politician, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1975 წელს, ასპირანტურა 1978 წელს.

1975 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას:1975-1976წწ.  თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის უფროსი ლაბორანტი, 1976-1979წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციტოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, 1979-1983წწ. ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1983-1984წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1984 წელს- საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მე-4 მთავარი სამმართველოს ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1984-1988წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მე-4 მთავარი სამმართველოს ცენტრალური კვლევითი ლაბორატორიის სწავლული მდივანი, 1988-1989წწ. საქართველოს ჯანდაცვიის სამინისტროს ინფორმატიკისა და კომპლექსური ავტომატიზაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი;  1989-1999წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გენეტიკური ეკოლოგიის სამეცნიერო საწარმოო ცენტრის დირექტორი; 1998-1999წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი; 1999-2004წწ. საქართველოს  მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი" "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.406

Member of Organizations

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2002-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტი, წევრი (2003-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სოციალისტი", წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2000-2004)

Share: