The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბერნარდე ნეაპოლელი

ბერნარდე ნეაპოლელი
Date of birth:16??
Date of death:17??
Category:Theologian, Religious leader, Philosopher

Biography

XVII საუკუნის იტალიელი კათოლიკე მისიონერი, თეოლოგი და ფილოსოფოსი. რომის ეკლესიის დავალებით, საქართველოს პირველად ეწვია 1661 წელს მცირე ხნით. 1670-1680წწ. საქართველოში ცხოვრობდა. დიდ დახმარებას უწევდა ვახტანგ V-ს ევროპასთან ურთიერთობაში. მეგობრობდა უფლისწულ გიორგისთან (შემდეგში მეფე გიორგი XI); კარგად ფლობდა ქართულ ენას; ეწეოდა მთარგმნელობითსა და კულტ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას; კითხულობდა ნუსხურ ტექსტებსაც. ჩაიწერა ქართული ზღაპრები. ეს ჩანაწერები პირველად საქართველოს 1964 წელს გამოიცა. ზღაპრების ტექსტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიული დიალექტოლოგიისათვის. ცნობილია მისი ორი ხელნაწერი ლექსიკონი (დაცულია ნეაპოლის ეროვნულ ბიბლიოთეკაში): იტალიურ-ქართული და ქართულ-იტალიური. ბერნარდე ნეაპოლელი მათ მონახაზებს უწოდებდა. ლექსიკონები დაწერილია მისივე ხელით. ისინი არ არის იდენტური: ქართულ-იტალიური ლექსიკონი არ წარმოადგენს იტალიურ-ქართული ლექსიკონის შებრუნებულ ვარიანტს. მისი გრამატიკული შეხედულებები ასახულია მის ლექსიკონებში. მეტყველების ნაწილთაგან ლექსიკონებში მეტი ყურადღება ეთმობა ზმნას. ცალკეული ზმნის განმარტებას ახლავს გრამატიკული დახასიათება. ფორმათა ორთოგრაფია ძირითადად მწიგნობრულია, რაც ქართული მწერლობის ცოდნას ან უფლისწულ გიორგის კონსულტაციებს მიეწერება.

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.83


Share: