The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ფირანიშვილი

მერაბ ფირანიშვილი
დაბადების თარიღი:13 ივლისი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სნო, ყაზბეგის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1977 წელს. 

1968-1971წწ. სწავლობდა თბილისის თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდიაში.

1977-1979წწ. მუშაობდა სნოს საშუალო სკოლის მასწავლებლად; 1980-1985წწ. იყო ყაზბეგის რაიონის ბუნების დაცვის უფროსი; 1984 წლიდან სოფელ სნოში დაიწყო ქანდაკებების მუდმივი გამოფენა ღია ცის ქვეშ, რომელიც დღემდე გრძელდება. დადგმული აქვს შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას გრანიტის ქვაში გამოკვეთილი პორტრეტები. მასვე ეკუთვნის ვეფხვი და მოყმის, შიოლა ღუდუშაურის, წმინდა გიორგის, ღვთისმშობლის, გიორგი სააკაძის, არწივის ქანდაკებები. ახლახანს დაასრულა მუშაობა კვარცის ქვაში გამოსახული მაცხოვრის ქანდაკებაზე. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: წლის საუკეთესო მხატვარის წოდება და სერაფიტას პრიზი, საქართველოს ბუნების დაცვის ოქროს მედალი.

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.244

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - პრემია "საგურამო", ნომინაცია-ხელოვნება
  • ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის პრემია

გააზიარე: