Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არამ მარტიროსოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, კავკასიური და აღმოსავლური ენების განხრით; 1941 წელს დაამთავრა ენიმკი-ს (ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი) ასპირანტურის კურსი. 1941 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ჯერ ენიმკის, შემდეგ ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლად, სადაც გაიარა გზა უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლიდან წამყვან მეცნიერ-თანამშრომლამდე. 1938 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. იყო ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორი, კათედრის გამგე. ავტორია ქართული და ქართველოლოგიური ენათმეცნიერების საკითხებზე გამოქვეყნებული მრავალი ნაშრომისა, მათ შორის აღსანიშნავია 5 მონოგრაფია. საქართველოს სომხურ სკოლებში ქართულ ენას VII, VIII, XIX და X კლასებში ასწავლიდნენ მისი თანაავტორობით შედგენილი სახელმძღვანელოებით. ენათმეცნიერი, ქართველოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.303-304; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.555 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |