The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მეზურნიშვილი

გიორგი მეზურნიშვილი
Date of birth:1 January, 1937  (88 years)
Category:Engineer

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ენერგეტიკოსის კვალიფიკაცია 1960 წელს.

1960-1964წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტში" ინჟინრად; 1964-1987წწ. თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი") ჯგუფის ხელმძღვანელად, განყოფილების უფროსად, მთავარ სპეციალისტად, ინსტიტუტის მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1988-1996წწ. მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროს საპროექტო ორგანიზაციაში ("საქგანპროექტი") მთავარ ინჟინრად, დირექტორად; 1996-2005წწ. აღნიშნული საპროექტო ორგანიზაციის რეორგანიზაციის შემდეგ იყო მისი სამართალმემკვიდრე შპს "მარიამის" მთავარი ინჟინერი; 2005-2010წწ. მუშაობდა ქ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსად; 2010 წლიდან თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის კონსულტანტია; 1975-1978წწ. მივლინებით იმყოფებოდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სახლმშენებლობის საპროექტო ორგანიზაციის კონსულტანტად; მისი ავტორობით, მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულია მთელი რიგი სამოქალაქო და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების პროექტების ელექტროტექნიკური ნაწილი. მათ შორის: თბილისის ზოოვეტერინარული ინსტიტუტის, პროფკავშირების სასახლის, ოტოლარინგოლოგიური კლინიკა-საავადმყოფოს, საავტომობილო გზების სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის, ტურისტული ბაზების ყაზბეგსა და ფასანაურში, საქართველოს წარმომადგენლობის (შემდეგ საელჩოს) სასტუმროს ქ. მოსკოვში, დრამატული თეატრისა და სასტუმროს ქ. მახაჩყალაში, კულტურის სასახლის ქ. ორენბურგში, საცხოვრებელი კომპლექსების ქერმანში და ქარმანშახში (ირანი), ბოქსიტების საბადოს სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ქ. კონაკრიში (გვინეის რესპუბლიკა). სკოლებისა და საბავშვო ბაღების საქართველოს რეგიონებში და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 190-191

Member of Organizations

  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, აკადემიკოსი

Share: